ჰარი კეინი, მსოფლიო ჩემპიონატებზე, ინგლისის საუკეთესო მომბარდირია
ჰარი კეინმა გარი ლინეკერს გაასწრო და მსოფლიო ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა (ინგლისელებს შოორის).
L ჯგუფის ბოლო შეხვედრაში, პანამასთან გატანილი გოლი, 32 წლის კეინისთვის, მსოფლიო ჩემპიონატზე მე-11 იყო, მან გარი ლინეკერი ჩამოიტოვა, რომელმაც 1986 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატზე ექვსი გოლი გაიტანა და იტალია 1990-ზე კიდევ ოთხივ დაამატა.
კეინი დევიდ ბექჰემის შემდეგ (1998, 2002, 2006) გახდა ინგლისის მეორე ფეხბურთელი, რომელმაც სამ სხვადასხვა მსოფლიო ჩემპიონატზე გაიტანა გოლი (ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში, ხორვატიასთან, კეინმა დუბლი შეასრულა).
კეინმა რეკორდისკენ გზა 2018 წელს რუსეთში, ექვსი გოლით დაიწყო, მათ შორის ჰეთ-თრიკით პანამასთან და ჯგუფურ ეტაპზე ტუნისის წინააღმდეგ დუბლით. მან ასევე მოიგო ოქროს ბუცი, როგორც ტურნირის საუკეთესო ბომბარდირმა. ოთხი წლის შემდეგ, კატარში, მან მსოფლიო ჩემპიონატი მშვიდად ჩაატარა - მხოლოდ ორი გოლი გაიტანა, მაგრამ სამი საგოლე გადაცემა გააკეთა. ახლა მას უკვე 3 გოლი აქვს გატანილი.
Gary Lineker reacts to the moment Harry Kane beat his goalscoring record against Panama.
— Netflix UK & Ireland (@NetflixUK) June 27, 2026
Congratulations to @HKane! pic.twitter.com/zYLR8TXyEE