Belive

ჰანსი ფლიკი: "ისტორიაში საუკეთესოს ჩემი ბარსელონა მოსწონს"

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ბარსელონამ" ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით, ლა ლიგაში 13-დან 11 მატჩი მოიგო, ჩემპიონთა ლიგაზე კი 4-დან სამ შეხვედრაში მოახერხა გამარჯვების მოპოვება, კლუბს ორივე ტურნირზე ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი და სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებს. ლეო მესი ბოლო ინტერვიუში მიმდინარე სეზონის ბარსას განსაკუთრებულად აქებს, ჰანსი ფლიკი სწორედ არგენტინელის ინტერვიუს გამოეხმაურა.

ჩემთვის პატივია, რომ ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი ადევნებს თვალს, თუ როგორ თამაშობს მისი ყოფილი გუნდი და როგორ თამაშობენ ახალგაზრდა ფეხბურთელები.

მიხარია, რომ მესის მოსწონს ჩემი ბარსელონა, მისი გული სწორედ ამ კლუბს ეკუთვნის და სამუდამოდ იქნება აქაურობასთან დაკავშირებული. - განაცხადა ჰანსი ფლიკმა

მესიმ ბარსაში 20 წელზე მეტი გაატარა და კლუბში უფრო მეტი მატჩი ჩაატარა (778) და გაიტანა მეტი გოლი (672), ვიდრე ნებისმიერმა სხვა ფეხბურთელმა ისტორიაში.

ბარსელონა ასევე იყო ქალაქი, სადაც მან შექმნა ოჯახი და უკანსკნელ ინტერვიუში მან თქვა, რომ კვლავ აპირებს იქ დაბრუნებას, როდესაც პროფესიონალი ფეხბურთელი აღარ იქნება.

სხვა სტატიები