Belive

"მარკუს რაშფორდი ბარსელონაში გადადის, მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა" - The Athletic

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბარსელონა მარკუს რაშფორდის შეძენას გეგმავს, ინფორმაციას The Athletic-ის სპორტული ჟურნალისტი დევიდ ორნშტეინი ავრცელებს. კატალონიურ გუნდს გადაწყვეტილი აქვს, რომ ინგლისელი შემტევი იჯარით გადაყვანოს, კონტრაქტში გათვალისწინებული იქნება შესყიდვის შესაძლებლობაც.

წყაროს ცნობით, იუნაიტედი ამ იდეას დათანხმდა და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ტრანსფერი არ დასრულებულა, მხარეებს შორის მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა.

ბარსელონას მთავარი მწვრთნელი, ჰანსი ფლიკი მარცხენა ფლანგზე გაძლიერებას გეგმავს და დაადასტურა კიდეც, რომ 27 წლის ფეხბურთელი კატალონიურ გუნდს შეუერთდება.

მარკუს რაშფორდი იუნაიტედის აკადემიის აღზრდილია, 2015 წლიდან 2025 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრამდე ის წითელი ეშმაკების რიგებში ასპარეზობდა, ნახევარი სეზონით კი იუნაიტედმა ასტონ ვილაში იჯარით გაუშვა.

მანჩესტერ იუნაიტედში რაშფორდმა 426 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რა დროშიც 138 გოლი გაიტანა და 77 საგოლე გადაცემა გააკეთა. ასტონ ვილას მაისური კი 17-ჯერ მოირგო და 4 გოლი, 6 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

ინგლისელ ფეხბურთელს ყველა ტიტული მანჩესტერ იუნაიტედთან ერთად აქვს მოგებული, ესენია: 2 FA თასი, 2 ინგლისის ლიგის თასი, 1 ევროპა ლიგა და 1 ინგლისის სუპერთასი.

სხვა სტატიები