Belive

ჰანსი ფლიკი: "ესაა ფეხბურთი და ამიტომ გვიყვარს ის"

7 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ბენფიკამ" და "ბარსელონამ" მიმდინარე სეზონის, ჩემპიონთა ლიგის, ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი შემოგვთავაზეს. ლიგის ფაზის მე-7 ტურში, ლისაბონელები 2-ჯერ იგებდნენ 2-ბურთიანი სხვაობით, საბოლოოდ კი ბარსამ გამარჯვება მოიპოვა (4:5). წვიმიან "დე ლუჟზე" იყო მეკარის შეცდომები, პენალტები, ბოლო წუთზე გოლი და ბევრი ემოცია. ბარსელონას მწვრთნელმა არამარტო საკუთარ გუნდზე ისაუბრა, არამედ ზოგადად ფეხბურთის სილამაზეზე გაამახვილა ყურადღება.

არ მგონია, რომ თამაშში დაბრუნებით როდესმე ასეთი შეგრძნებები მიმიღია. ჩვენ ხასიათი ვაჩვენეთ - ესაა ფეხბურთი და სწორედ ამიტომ გვიყვარს ის.

ისინი გვაიძულებდნენ, რომ თავი სიღრმიდან დაგვეცვა, მაგრამ მეორე ტაიმში ბევრად უკეთესები ვიყავით და ცვლილებებმა სხვაობა მოახდინა. ვინ არ უშვებს შეცდომებს? მე შეცდომას ინდივიდუალურად არ აღვიქვამ, ჩვენ გუნდი ვართ, ერთად ვიგებთ და ერთად ვმარცხდებით. - განაცხადა ჰანსი ფლიკმა

ბარსელონას ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო 8 გუნდში ადგილი უკვე განაღდებული აქვს, ამიტომ ბოლო ტურის შეხვედრა მათთვის ფორმალობაა. ჰანსი ფლიკის გუნდი, ლიგის ფაზის უკანასკნელ შეხვედრას მონჟუიკზე, "ატალანტას" წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები