ჰამანი ბელინგემზე: ,,შენი თანაგუნდელების გარეშე არავინ ხარ''
გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი, დიტმარ ჰამანი, მიიჩნევს, რომ შვეიცარიასთან მატჩში ჯუდ ბელინგემმა ინგლისის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში არ უნდა ითამაშოს.
ვეტერანი ფეხბურთელი ჯუდს, რომელსაც სლოვაკეთთან შეხვედრაში გატანილი გოლის უხამსი ჟესტით აღნიშვნისთვის ევრო 2024-ის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩის გამოტოვება ემუქრებოდა, ხასიათის გამოც აკრიტიკებს:
,,საუთგეიტს ფოდენის ან ბელინგემის შეცვლაზე ადრეც უნდა ეფიქრა. გულშემატკივართა უმეტესობა ხედავს, რომ ასეთი ტაქტიკა არ მუშაობს. საქმე, ალბათ, მწვრთნელის სიჯიუტესთან გვაქვს. მე ყოველთვის გუნდურობას ვანიჭებ უპირატესობას და არა ინდივიდუალიზმს. ჩაანაცვლეთ ჯუდი სწრაფი გარემარბებით (პალმერით ან გორდონით), ისინი საოცარი ფეხბურთელები არიან.
,,სხვა ვინ?'' (სწორედ ეს იყვირა ჯუდმა სლოვაკეთთან გოლის შემდეგ) - შენ თანაგუნდელების გარეშე არავინ ხარ და მაშინ, როცა ის ასეთ რაღაცას ამბობს, მაინტერესებს, რას ფიქრობენ, მისი კოლეგები.
გოლების გატანის გარდა, ბელინგემს პირველ 4 შეხვედრაში არაფერი გაუკეთებია. დაველოდები და ვნახავ, სად იქნება 2-3 წლის შემდეგ. ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ ჯუდი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ ასე არ უნდა მოქცეულიყო.'' - დიტმარ ჰამანი
ინგლისსა და შვეიცარიას შორის ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩი ხვალ, დიუსელდორფში გაიმართება. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.
ბელინგემის ანგარიშზე მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ჩატარებულ 4 მატჩში 2 გოლია.
🗣️ Dietmar Hamann [ex-Liverpool & Bayern]:
— Madrid Zone (@theMadridZone) July 4, 2024
"Without his teammates, Jude Bellingham is nothing. Apart from his goals, he does nothing, he was not seen in the first four games. I want to wait and see where he will be in 2-3 years."
🤦♂️🥱 pic.twitter.com/VXFM8OIfNJ