Belive

ჰაკან ჩალჰანოღლუ: "ფაქტობრივად ის განვახორციელეთ, რაც გვინდოდა"

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩვენმა ნაკრებმა ევრო 2024-ის F ჯგუფში პირველი მატჩი ჩაატარა. საქართველო თურქეთთან, დრამატულ შეხვედრაში, 1:3 დამარცხდა. ეს არ იყო ანგარიში, რომელიც მინდორზე გუნდებს შორის რეალურ სხვაობას გამოხატავდა. იყო უამრავი მომენტი, როცა ქართველებს არ გაუმართლათ. მატჩის დასრულების შემდეგ, თურქეთის ნაკრების კაპიტანმა, ჰაკან ჩალჰანოღლუმ მედიასთან ისაუბრა.

მინდორზე ფაქტობრივად ის განვახორციელეთ, რაც გვინდოდა. გვინდოდა მეტოქეზე ზეწოლა და პირველი 30 წუთის განმავლობაში, მათი რთულ მდგომარეობაში ჩაგდება. Ჩვენ ეს შევძელით. მეორე გოლში ოფსაიდი რომ არ ყოფილიყო, ალბათ მატჩი უფრო მშვიდად წარიმართებოდა. 1:1-ის შემდეგ ცოტა უკან დავიხიეთ და ეს არ იყო კარგი. რაც უფრო მეტად დავრბოდით უბურთოდ, მით უფრო მეტად ვიღლებოდით.

ჩვენი კონცენტრაცია მეორე ტაიმში არ გაუარესებულა. ყოველთვის ვიყავით თამაშში ჩართული. მეტოქეს დროდადრო ჰქონდა შანსები, მაგრამ მეკარემ შესანიშნავი სეივები შეასრულა. ბოლო წუთამდე გვჯეროდა, რომ მოვიგებდით.

დღეს ყველამ კარგად იბრძოლა. 2008 წლის ევროზე მიღწეული წარმატების განცდა დღემდე მოგვყვება და ამ სულით ვთამაშობთ. დღეს ნახეთ, რომ გუნდი ამისთვის მზადაა
- განაცხადა ჰაკან ჩალჰანოღლუმ

ჩვენს ჯგუფში პირველსა და მეორე ადგილებზე, 3-3 ქულით, თურქეთი და პორტუგალია არიან, ჩეხეთი და საქართველო მე-3 და მე-4 ადგილებს უქულოდ იკავებენ და მომავალ ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები