ბაიერნმა მუსიალასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ბაიერნი ბუნდესლიგის ახალი სეზონის პირველ ოფიციალურ შეხვედრას, 28 აგვისტოს, საკუთარ მოედანზე, შტუტგარტის წინააღმდეგ ჩაატარებს. გერმანული გრანდის გადაწყვეტილებით, ჯამალ მუსიალა, რომელიც ლაიფციგთან და ჰაიდენჰაიმთან ამხანაგური შეხვედრების დროს შეუძლოდ გახდა, 2026/27 წლების სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს გამოტოვებს.
გერმანელი ფეხბურთელის ცუდად გახდომის მიზეზი ე.წ. აბსესური გულყრები იყო, რომელიც ნევროლოგიურ დარღვევებთან არის დაკავშირებული. ასეთ დროს, ადამიანი ცნობიერად, რეაგირების უნარს კარგავს. სამედიცინო ჯგუფმა ფეხბურთელისთვის დანიშნული მედიკამენტური დოზა შეცვალა, რადგან გერმანელი ფეხბურთელი გასული სეზონის სათამშო ფორმას სწრაფად დაუბრუნდეს. ახალგაზრდა ფეხბურთელი, გასული ხუთშაბათიდან მოყოლებული, ინდივიდუალურად ვარჯიშობს.
ექიმები, რომლებიც ფეხბურთელის მდგომარეობას აკვირდებიან, ადასტურებენ, რომ მას თამაშის გაგრძელება შეუძლია. მათი თქმით, მუსიალას არ აღენიშნება რაიმე ისეთი ფიზიკური პრობლემა, რომელიც მას თამაშის შესაძლებლოაბას არ მიცემს. როგორც ცნობილია, მუსიალა გუნდურ ვარჯიშს ამ კვირაში დაუბრუნდება. თუ სამედიცინო შტაბისა და გუნდის მიერ, სარეაბილიტაციო პერიოდთან დაკავშირებით შემუშავებული გეგმა წარმატებული აღმოჩნდა, შესაძლებელია, რომ 23 წლის შემტევი ნახევარმცველი, ბაიერნის რიგებს, მეორე ტურში, შალკეს წინააღმდეგ დაუბრუნდეს.
Jamal Musiala will not be included in the squad against Stuttgart on Friday. A decision has been made. A possible comeback date is on 5 September against Schalke 04 [@AgardiJulian] pic.twitter.com/JF2GzFLz9a
— Bayern & Germany (@iMiaSanMia) August 25, 2026