Belive

ჰაიდენჰაიმმა ქულა გადაარჩინა - ბუდუ ზივზივაძის შეფასება

3 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჰაიდენჰაიმმა გერმანიის ბუნდესლიგის 27-ე ტურის შეხვედრაში ლევერკუზენს უმასპინძლა. უხვგოლიანი მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა.

ქართველი ფორვარდი ძირითად შემადგენლობაში იყო და მეტოქეს პირველივე წუთიდან უტევდა - ზივზივაძემ სრული მატჩი ჩაატარა და ამ დროის განმავლობაში ბურთს 29-შეეხო. ბუდუმ 1 ზუსტი დარტყმა შეასრულა და 5-დან 3 დუელი მოიგო.

ბუდუ ზივზივაძის თამაში სტატისტიკის მწარმოებელმა ავტორიტეტულმა პლატფორმებმა შემდეგნაირად შეაფასეს:

  • Flashscore: 5.8

  • Sofascore: 6.8

  • Whoscored: 6.8

ჰაიდეჰაიმი 15 ქულით კვლავ სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზეა. კლუბი მომდევნო მატჩს 4 აპრილს, გლადბახის წინააღმდეგ გამართავს.