Belive

გვჯერა, ერთად ვხვდებით გამარჯვებას

6 თვის წინ ფეხბურთი
4 წთ

ევრო 2024-ის დაწყებამდე 1 თვეზე ნაკლებია დარჩენილი. უპრესტიჟულესი ტურნირი 14 ივნისს აიღებს სტარტს და 14 ივლისის ჩათვლით, გერმანიაში გაიმართება, სადაც ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას, კონტინენტის 24 საუკეთესო ნაკრები შეეცდება.

26 მარტს, "დინამო არენაზე" მოპოვებული გამარჯვების შედეგად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს. "დინამო არენაზე" ქართული ფეხბურთის ისტორია დაიწერა, რაც საყოველთაო ზეიმით აღინიშნა. სრულიად საქართველო მოუთმენლად ელის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე თამაშს, სადაც ჩვენი ნაკრები F-ჯგუფში თურქეთის, ჩეხეთისა და პორტუგალიის წინააღმდეგ ითამაშებს და გვჯერა, რომ "ჯვაროსნები" ბრძოლის გარეშე არაფერს დათმობენ.

26 მარტი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა - ეს სრულიად საქართველოსთვის ისტორიული და საამაყო დღეა. 26 მარტს, თაობების ნანატრი მრავალწლიანი ოცნება ახდა და საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. betlive, როგორც ქართული სპორტის მხარდამჭერი და თავისი მარკეტინგული კამპანია "გვჯერა" დასაწყისიდანვე ამ სანატრელი მოგზაურობის განუყოფელი ნაწილი იყო.

კამპანია "გვჯერა" არის თავდაჯერებისა და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შესაძლებლობების რწმენის ნათელი გამოხატულება. კამპანიის გზავნილი მარტივი და მკაფიოა: "გვჯერა ჩვენი ნაკრების, გვჯერა ჩვენი ოცნების ახდენის". ფაქტია, "გვჯერას" იდეამ გაამართლა - საქართველო ევროპაზეა და ქვეყანამ, დიდმა თუ პატარამ, გამარჯვება ერთად იზეიმა. ამ წარმატების ინსპირაციით, betlive კიდევ უფრო დიდი შემართებით აგრძელებს "გვჯერას" კამპანიას.

კომპანიამ შექმნა "betlive ქომაგთა გუნდი", რომლის წევრებიც ინფლუენსერები, ვარსკვლავები და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანები არიან. "betlive ქომაგთა გუნდში" გაერთიანებული თითოეული წევრი საკუთარ ასპარეზზე წარმატებულია და უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს. 22 ივნისს, ჩეხეთის წინააღმდეგ, ჩვენი ვარსკვლავები ერთ მთლიან გუნდად შეკრულები, ევროპის ჩემპიონატზე მოასპარეზე საქართველოს ნაკრების მხარდასაჭერად გერმანიაში იქნებიან.

"გვჯერა" მეტია, ვიდრე უბრალოდ მარკეტინგული კამპანია. ის გვახსენებს, რომ ერთობლივ რწმენას, გვერდში დგომასა და მხარდაჭერას ოცნებების რეალობად ქცევა შეუძლია.

როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს და შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ჯგუფში მოუწევს თამაში, სადაც უპირობო აუტსაიდერი ნამდვილად არაა. სადებიუტო მატჩი 18 ივნისს, დორტმუნდში თურქეთის წინააღმდეგ გაიმართება. 22 ივნისს, ჰამბურგში საქართველო ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო 26 ივნისს, გელზენკირხენში პორტუგალიის წინააღმდეგ ითამაშებს. საქართველო ევროპაზეა და გვჯერა, რომ ამ ისტორიული მიღწევის ლოგიკური გაგრძელება ევროსარბიელზე წარმატებული თამაში იქნება.

ევროპის ჩემპიონატიდან ექსკლუზიური სიახლეების გასაგებად, გულშემატკივრებს შეუძლიათ ეწვიონ betlive-ის საგულშემატკივრო გვერდს, სადაც ოპერატიულ რეჟიმში განთავსდება ყველა ის საინტერესო ინფორმაცია, რომელიც საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებსა და ქართველ გულშემატკივარს უკავშირდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები დორტმუნდში, ჰამბურგსა და გელზენკირხენში ითამაშებს.

18 ივნისი, დორტმუნდი, თურქეთი Vs. საქართველო

22 ივნისი, ჰამბურგი, საქართველო Vs. ჩეხეთი

26 ივნისი, გელზენკირხენი, პორტუგალია Vs. საქართველო

 


სხვა სტატიები