რუმინეთის ნაკრების შემადგენლობა ევრო 2024-ზე
რუმინეთის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2024-სთვის შემადგენლობა დაასახელა. ედუარდ იორდანესკუმ ევროპის ჩემპიონატზე 26 ფეხბურთელი წაიყვანა, სრულად შემადგენლობა კი ასე გამოიყურება:
მეკარეები: ფლორიან ნიცა ("გაზიანთეფი"), ჰორაციუ მოლდოვანი ("ატლეტიკო მადრიდი"), შტეფან ტარნოვანუ ("სტიაუა").
მცველები: ანდრეი რაციუ ("რაიო ვალეკანო"), რადუ დრაგუშინი ("ტოტენჰემი"), ადრიან რუში ("პაფოსი"), იონუც ნედელჩარუ ("პალერმო"), ნიცუშორ ბანკუ ("კრაიოვა"), ანდრე ბურკა ("ალ-ოხდუდი"), ვასილე მოგოში ("კლუჟი"), ბოგდან რაცოვიცანი ("რაკუვი").
ნახევარმცველები: მარიუს მარინი ("პიზა"), ალექსანდრუ ჩიკალდუ ("ქონიასპორი"), იანის ჰაჯი ("ალავესი"), დარიუს ოლარუ ("სტიაუა"), რაზვან მარინი ("ემპოლი"), ნიკოლა სტანჩუ ("დამაკი"), დეიან სორესკუ ("გაზიანთეპი"), ადრიან შუტი ("სტიაუა").
თავდამსხმელები: დენის ალიბეკი ("ალ-მუაიდარი"), გეორგ პუშკაში ("ბარი"), ვალენტინ მიჰაილა ("პარმა"), ფლორიან კომანი ("სტიაუა"), დენის დრაგუში ("გაზიანთეპი"), დენის მანი ("პარმა"), დანიელ ბურლიგეა ("კლუჟი").
რუმინეთის ნაკრებმა ევრო 2024-მდე 2 მოსამზადებელი მატჩი გამართა, ორივე ამხანაგურ შეხვედრაში უგოლო ფრე დააფიქსირა, ჯერ ბულგარეთთან და შემდეგ ლიხტეინშტეინთან - 0:0.
რუმინეთი ევროპის ჩემპიონატზე E ჯგუფშია, პირველ შეხვედრას 17 ივნისს უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, 22 ივნისს ბელგიას დაუპირისპირდება, ხოლო ჯგუფის ბოლო შეხვედრაში 26 ივნისს სლოვაკეთის ნაკრებს შეხვდება.