გვარდიოლამ ათწლეულის საუკეთესო კლუბები დაასახელა
5 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"იუვენტუსი, ბარსელონა და ბაიერნი ბოლო ათწლეულის საუკეთესო გუნდები არიან. ამის მიზეზი მარტივია. ისინი ყოველ წელს იგებენ საკუთარი ქვეყნის ჩემპიონატსა და თასს. ეს გუნდები ზრდას არ წყვეტენ და მუდმივად ახალ მწვერვალებს იპყრობენ" - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.აღსანიშნავია, რომ გვარდიოლას სიაში ვერ მოხვდა ვერცერთი ინგლისური კლუბი, რომლებიც "პრემიერლიგაში" ასპარეზობენ და ასევე მადრიდის "რეალი", რომელმაც ბოლო 5 წელიწადში 4-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. ესპანელი სპეციალისტი თავისი ჩამოთვლილი კლუბებიდან "იუვენტუსის" გარდა ორივეს მთავარი მწვრთნელი იყო.