Belive

გვარდიოლა: ,,ტურნირიდან ასეთი გუნდის გასაგდებად ორი კარგი მატჩის ჩატარებაა საჭირო''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩსტერ სიტის'' მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, მიუნხენის ,,ბაიერნთან'' მოგებული მატჩი შეაფასა:

,,ეს იყო ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა ორი უმაღლესი დონის გუნდს შორის. 65 წუთის განმავლობაში დაძაბული მატჩი იყო. თამაშის გარკვეულ ნაწილში ისინი ჩვენზე უკეთესები იყვნენ. მეტოქეს ვერ ვაკონტროლებდით, განსაკუთრებით გნაბრისა და მუსიალას.

მეორე ტაიმის სტარტზე ,,ბაიერნი'' უკეთ გამოიყურებოდა, მაგრამ ამის შემდეგ დეტალები გამოვასწორეთ. ტურნირიდან ასეთი გუნდის გასაგდებად ორი კარგი მატჩის ჩატარებაა საჭირო, ერთი საკმარისი არ არის,'' - გვარდიოლას სიტყვებს უეფას ვებგვერდი ციტირებს.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩში ,,მანჩესტერ სიტიმ'' ,,ბაიერნს'' უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 19 აპრილს გაიმართება.

სხვა სტატიები