Belive

გვარდიოლა: ,,ტუხელის დანიშვნამ ისევე გამაოცა, როგორც ნაგელსმანის გათავისუფლებამ''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ სიტის'' მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, მიუნხენის ,,ბაიერნთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა. ესპანელი სპეციალისტი ,,რეკორდმაისტერის'' მთავარი მწვრთნელის პოსტზე ტომას ტუხელის დანიშვნასაც გამოეხმაურა:

,,ჩვენ გვინდა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება ვცადოთ. აქ ყოფნა და ისეთი ელიტარული გუნდის წინააღმდეგ თამაში, როგორიც ,,ბაიერნია'', ჩემთვის დიდი პატივია. გარანტირებული არაფერი გვაქვს. მთავარია, ვეცადოთ, რომ სასურველი შედეგის მისაღწევად სრულყოფილები ვიყოთ.

ვნახეთ 3-4 მატჩი, რომელიც ,,ბაიერნმა'' ტუხელის ხელმძღვანელობით ჩაატარა. შესაძლებელია, ხვალ მეტოქემ რაღაც ახალი შემოგვთავაზოს. რთული მატჩი გველის.

ტუხელის დანიშვნამ ისევე გამაოცა, როგორც ნაგელსმანის გათავისუფლებამ. ვერაფერს ვიტყვი... როცა ერთ მწვრთნელს უშვებენ, მეორეს კი ყველაფერი გამოსდის, ხალხი ამბობს, რომ გუნდმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სხვა შემთხვევაში, ყოფილი მწვრთნელი ენატრებათ. ორივე სპეციალისტი კრეატიულია, ნაგელსმანის წინააღმდეგ რთული იყო, ასე იქნება ტუხელის წინააღმდეგაც. როცა ,,ბაიერნი'' გირეკავს, უნდა მიხვიდე. ასეთი შანსი ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ გეძლევა. ერთი წამითაც არ ვნანობ, როგორ განვითარდა მოვლენები ჩემს მიუნხენურ გუნდში ყოფნის დროს,'' - განაცხადა გვარდიოლამ.

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩში, ,,მანჩესტერ სიტი'' მიუნხენის ,,ბაიერნს'' უმასპინძლებს. შეხვედრა 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები