Belive

გვარდიოლა: ,,თუ ხალხი ჩვენგან ელოდა, რომ 0:4-ს მოვიგებდით, ვწუხვარ''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ სიტის'' მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, ,,ლაიფციგთან'' გამართულ მატჩზე ისაუბრა:

,,მეორე ტაიმში წინ ნაბიჯი ვერ გადავდგით. მათ კიდევ უფრო მაღალი პრესინგი შემოგვთავაზეს. გაშვებული გოლის შემდეგ დავბრუნდით და ბოლო 20 წუთში კარგად ვითამაშეთ. შანსები ორივე ტაიმში გვქონდა, ეს შედეგი კარგია.

კმაყოფილი ვარ მთელი თამაშით და არამხოლოდ პირველი ტაიმით. ეს არის ტურნირი, რომელსაც ბევრი ძლიერი გუნდი გამოეთიშა. თუ ხალხი ჩვენგან ელოდა, რომ აქ ჩამოვიდოდით და 0:4-ს მოვიგებდით, ვწუხვარ, ჩვენ ამის გაკეთება არ შეგვიძლია,'' - გვარდიოლას სიტყვებს უეფას ვებგვერდი ციტირებს.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ,,ლაიფციგმა'' ,,მანჩესტერ სიტის'' უმასპინძლა. მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 15 მარტს, მანჩესტერში გაიმართება.

სხვა სტატიები