Belive

გვარდიოლა: ,,სიტის ბრალია, რომ ჯერარდს ენფილდზე ფეხი დაუცდა?''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ სიტის'' მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა, ინგლისის პრემიერლიგის მხრიდან გუნდის მიმართ არსებულ ბრალდებებს გამოეხმაურა. ,,ქალაქელებს'' ფინანსურ მაქინაციებში ადანაშაულებენ:

,,საბოლოო განაჩენი როგორიც არ უნდა იყოს, ვერავინ წაგვართმევს იმ ემოციებს, რაც მოპოვებული ტიტულებით მივიღეთ. სერხიო აგუეროს გოლი (2012 წელს) და ბევრი სხვა...

არ ვიცი, ჩვენ ვართ თუ არა პასუხისმგებელი იმაზე, რომ ჯერარდს ,,ენფილდზე'' ფეხი დაუცდა. ეს ჩვენი ბრალი იყო? მას პატივს ვცემ, მაგრამ ეს მომენტი ჩვენ გვეკუთვნის... ვიცი, რა მოვიგეთ და რა ძალისხმევაა ამაში ჩადებული. თუ 2009 ან 2010 წელს რამე მოხდა, ეს ვერაფერს შეცვლის,'' - გვარდიოლას სიტყვებს Guardian-ი ციტირებს.

პრემიერლიგამ ,,მანჩესტერ სიტი'' ფინანსური ფეარ-პლეის დარღვევაში დაადანაშაულა, საქმე 2009-2010 და 2017-2018 წლების სეზონებს ეხება. ბრალდების დადასტურების შემთხვევაში, გვარდიოლას გუნდს სანქციები ელის.

სხვა სტატიები