გვარდიოლა: ,,სამი ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, ხალხს ჩვენი ჩემპიონობის არ სჯერა''
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,მანჩესტერ სიტის'' მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, თავის გუნდის ბოლოდროინდელ შედეგებზე ისაუბრა.
,,ქალაქელებმა'' პრემიერლიგის ზედიზედ 3 შეხვედრა ფრედ დაასრულეს.
,,მესმის, რომ თუ მოგება გინდა, მეტოქეზე ბევრად უკეთ უნდა ითამაშო. როცა დონე თანაბარია, ბევრად უკეთესი თამაშია საჭირო და ჩემმა ფეხბურთელებმა სწორედ ეს უნდა გააკეთონ!
თუ ისე ვითამაშებთ, როგორც ტოტენჰემთან და ლივერპულთან, პრემიერლიგას ისევ მოვიგებთ.
სამი ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, ხალხს სიტის ჩემპიონობის არ სჯერა, მაგრამ ჩვენ კვლავ ამას ვაპირებთ... ვიცით, რომ პრემიერლიგის ზედიზედ 4-ჯერ მოგება რთულია და ეს ჯერ არავის გაუკეთებია. მაგრამ, თუ მკითხავთ, რას ვგრძნობ, გეტყვით, რომ მინდა, ტურნირი კიდევ ერთხელ მოვიგოთ.'' - პეპ გვარდიოლა
პრემიერლიგის 14 ტურის შემდეგ, ,,მანჩესტერ სიტის'' 30 ქულა აქვს და პირველადგილოსან ,,არსენალს'' 3 ქულით ჩამორჩება.
,,ქალაქელებმა'' ბოლო სამი შეხვედრა ,,ჩელსის'' (4:4), ,,ლივერპულისა'' (1:1) და ,,ტოტენჰემის'' (3:3) წინააღმდეგ ჩაატარეს.