Belive

გვარდიოლა: "მის მიმართ უზარმაზარი მოლოდინია, მაგრამ ჰოლანდი ყველაფერს მარტივად უმკლავდება"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ სიტის" ნორვეგიელი ვარსკვლავი - ერლინგ ჰოლანდი, პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონშიც ბრწყინავს. ჰოლანდმა 9 მატში, 9 გოლის გატანა შეძლო და ქალაქელთა მთავარი მწვრთნელი დარწმუნებილია, რომ ნორვეგიელს შარშანდელზე შედეგიანი სეზონის ჩატარება შეუძლია.

ჰოლანდმა პრემიერ ლიგის გასულ სეზონში, 35 მატჩში 36 გოლი გაიტანა, რაც ფენომენალური მაჩვენებელია, თუმცა, "სიტის" წარმომადგენლებს სჯერათ, რომ ჰოლანდი წელს კიდევ უფრო შედეგიანი იქნება.

პრემიერ ლიგის მე-9 ტურში, "მანჩესტერ სიტიმ" "ბრაიტონს" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა - გატანილი გოლების ავტორები კი ხულიან ალვარესი და, რა თქმა უნდა, ერლინგ ჰოლანდი გახდნენ. მატჩის შემდეგ, პეპმა ჰოლანდის შესახებ ისაუბრა.

მის მიმართ უზარმაზარი მოლოდინია, მაგრამ ჰოლანდი ამ ყველაფერს მარტივად უმკლავდება. მან იცის, რომ კიდევ უფრო მეტის გოლის გატანა შეეძლო. ჰოლანდმა იცის, რომ გასულ სეზონთან შედარებით, გაცილებით მეტი გოლის გატანა შეუძლია. - პეპ გვარდიოლა.

სხვა სტატიები