Belive

გვარდიოლა: "მესის შემდეგ საუკეთესო ფეხბურთელს შევხვდი"

1 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

პრემიერ ლიგის უკანასკნელ ტურში, "მანჩესტერ სიტიმ" საკუთარ მოედანზე "მანჩესტერ იუნაიტედი" 3:1 დაამარცხა და ჩემპიონობისთვის ბრძოლაში "არსენალს" და "ლივერპულს" მოსვენების საშუალებას არ აძლევს. მატჩი "წითელი ეშმაკებისთვის" თითქოს კარგად დაიწყო, მარკუს რაშფორდმა შორეული დარტყმით აიღო ქალაქელების კარი, თუმცა ამის შემდეგ ზეწოლას მუდმივად გვარდიოლას გუნდი ახორციელებდა.

შესვენების შემდეგ, უზარმაზარი უპირატესობის გოლებში ასახვა ფილ ფოდენმა გადაწყვიტა. მან იუნაიტედს ორი გოლი გაუტანა და შეიძლება ითქვას, რომ ორივე მხოლოდ თავად, ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე შექმნა. საბოლოოდ ერლინგ ჰოლანდმა მესამეც შეაგდო, თუმცა თამაში ფოდენმა "გააკეთა". პეპ გვარდიოლას თავისი შეგირდის ქება არ მორიდებია და ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპლიმენტიც მიუძღვნა, რაც შეიძლება ფეხბურთელზე ითქვას.

კარგ ფეხბურთელებს კარგად თამაში შეუძლიათ, თუმცა დიდი ფეხბურთელები მატჩებს იგებენ. მე აქ მესის შემდეგ საუკეთესო ფეხბურთელს შევხვდი. გთხოვთ, ერთმანეთს არ შემადარებინოთ, რადგან ვიცით მესი ვინცაა, თუმცა ფოდენი გამოდის და თამაშებს იგებს - განაცხადა პეპ გვარდიოლამ

მანჩესტტერ იუნაიტედი 44 ქულით მე-6 ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში შესვლა ძალიან გაუჭირდება. "ეშმაკების" ლეგენდარულმა მეკარემ, პეტერ შმეიხელმა იუნაიტედის მწვრთნელი საჯაროდ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ გუნდი ასე უკან დახეული დაცვითა და ნახევარდაცვით რთული სანახავი იყო. მანჩესტერ სიტი მხოლოოდ 1 ქულით ჩამორჩება ლიდერ ლივერპულს.

ფოდენმა მიმდინარე სეზონში მანჩესტერ სიტის 40 მატჩში 18 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა

სხვა სტატიები