Belive

გვარდიოლა: "მათ მითხრეს, რომ ჩემპიონთა ლიგა უნდა მოვიგო".

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
პრესტიჟული ევროპული კლუბის მწვრთნელებმა კარგად იციან, რომ მათი საქმიანობის ვადა ძირითადად განისაზღვრება იმით, შეუძლიათ თუ არა ევროსარბიელზე წარმატების მიღწევა - სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით გამოეხმაურა სპორტული მედია გუშინდელ ფაქტს, რაც "მანჩესტერ სიტის" ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის საზგურის მოპოვებას გულისხმობს. "მანჩესტერ სიტის" თავკაც პეპ გვარდიოლას არ დავიწყებია მესიჯი, რომელიც მან ინგლისური გრანდის მესვეურებისგან დავალების სახით მაშინ მიიღო, როდესაც იგი პირველად მივიდა მიუნხენის "ბაიერნიდან" 2016 წელს - "მოიგეთ ჩემპიონთა ლიგა, თორემ თქვენი მოღვაწეობა არ იქნება სრულფასოვნად წარმატებული". ესპანელი სპეციალისტი ინგლისურ კლუბში მე-5 სეზონს ატარებს, რა დროშიც ჩემპიონთა ლიგაზე მისი მაქსიმალური მიღწევა 1/4-ფინალური ეტაპი გახლდათ, სწორედ ამასთან დაკავშირებით პეპმა კომენტარი გააკეთა:
"ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევა ჩვენთვის უდიდესი პრესტიჟია, შესაბამისად აუცილებლად უნდა "მოვიხსნათ წყველა", რომელიც 1/4-ფინალური ეტაპის ვერდაძლევას გულისხმობს".  ”ჩამოსვლის პირველი წამიდან მათ მითხრეს, რომ ჩემპიონთა ლიგა უნდა მოვიგო - ეს ყველაფერი ყოველთვის ტვირთად გვაწევს მხრებზე, თუმცა ეს ფეხბურთია და ყველაფერი ისე ხდება როგორც იმსახურებ, თუ შეგიძლია იგებ და გადიხარ მომდევნო ეტაპზე, თუ არ შეგიძლია - ვერა" "მაქსიმალურად ვეცდებით, რომ წლევანდელი წელი ისეთივე წარმატებული იყოს, როგორიც აქამდე იყო. ჩვენ თითოეულ თამაშზე ვკონცეტრირდებით და არა იმაზე, რომ რომელიმე ტურნირზე შემდეგ ეტაპზე გავიდეთ, ჩვენი მიზანია გვქონდეს კარგი პირველი თამაში და კარგი განმეორებითი შეხვედრა", - განუცხადა გვარდიოლამ ჟურნალისტებს.
მანჩესტერელებმა ბოლო 25 შეხვედრიდან 24-ში გამარჯვება მოიპოვეს, თუმცა სპორტულ მედიაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ინგლისურ გუნდს მთავარი გამოცდა წინ აქვს და ეს ჩემპიონთა ლიგის დასკვნითი სტადიები იქნება.

სხვა სტატიები