გვარდიოლა: "ინგლისის მწვრთნელობა არ გადამიწყვიტავს, თუმცა ყველაფერი ხდება"
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პეპ გვარდიოლას ისევ უკავშირებენ ინგლისის ნაკრებს. გარეტ საუთგეიტი ევრო 2024-ის შემდეგ "სამი ლომის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადადგა, ლი კარსლი კი მოვალეობის შემსრულებელად დაინიშნა. სხვადასხვა ინტერვიუში, კარსლი მიანიშნებს, რომ ის სრულფასოვანი დამრიგებელი არ არის და მასთან გრძელვადიანი კონტრაქტი არც გაფორმდება, ლი მხოლოდ იქამდეა ნაკრებში, სანამ შესაფერის კანდიდატურას არ იპოვიან.
ჯერ "მანჩესტერ სიტიში" საქმე არ დამისრულებია და ამაზე უნდა ვიფიქრო. არაა მართალი, რომ უკვე გადაწყვეტილი მაქვს ინგლისის ნაკრების მწვრთნელობა, ასე რომ იყოს, აუცილებლად ვიტყოდი, თუმცა გამორიცხული არაფერია. ჯერ არ ვიცი სად გავაგრძელებ სამწვრთნელო კარიერას. - განაცხადა პეპ გვარდიოლამ
ჭორები, პეპ გვარდიოლას ინგლისის ნაკრებში მისვლის შესახებ, კიდევ უფრო იმატებს, რადგან მანჩესტერ სიტისთან კონტრაქტი მომავალ ზაფხულს იწურება, გახანგრძლივებაზე კი საუბარი არაა. ცნობილია, რომ ინგლისის საფეხბურთო ფედერაცია დაინტერესებულია გვარდიოლამ ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დაწყებამდე ჩაიბაროს.