გვარდიოლა: ,,ჰოლანდის თვისებებისთვის განსაკუთრებული არაფერი დამიმატებია''
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,მანჩესტერ სიტის'' მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, ,,ქალაქელთა'' თავდამსხმელზე, ერლინგ ჰოლანდზე ისაუბრა:
,,ერლინგი განსაკუთრებული ფეხბურთელია. ვფიქრობ, რომ ის ამბიციურია და თამაში კიდევ უფრო უკეთ სურს. გარდა ამისა, ჰოლანდი შესანიშნავი ადამიანია.
,,მანჩესტერ სიტიში'' გადმოსვლამდე, ის უკვე ოსტატი იყო. მისი თვისებებისთვის განსაკუთრებული არაფერი დამიმატებია,'' - განაცხადა გვარდიოლამ.
მიმდინარე სეზონში ჰოლანდის ანგარიშზე ,,სიტის” მაისურით ჩატარებულ 9 შეხვედრაში 13 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.
,,მანჩესტერ სიტი'' მომავალ მატჩს ხვალ, ,,ვულვზის'' წინააღმდეგ გამართავს.
Pep Guardiola says Erling Haaland is an 'exceptional' striker and a 'perfect person' to manage. pic.twitter.com/kbksqxHyI1
— Sky Sports News (@SkySportsNews) September 16, 2022