Belive

გვარდიოლა: ,,ჩემი რჩევაა, ჰოლანდს ზედმეტად ნუ გააკრიტიკებთ''

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ სიტის'' მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, გუნდის თავდამსხმელზე, ერლინგ ჰოლანდზე ისაუბრა:

,,ერლინგს ამ სეზონში წარმოუდგენელი მომენტები ჰქონდა და უკვე 14-15 გოლის გატანა შეეძლო. ეს იმას ნიშნავს, რომ კარგად ვთამაშობთ. როცა ის ჩვენს მომენტებში არ მონაწილეობს, პროცესსა და დინამიკას რაღაც აკლდება. 

 

ჩემი რჩევაა, ჰოლანდს ზედმეტად ნუ გააკრიტიკებთ. გააკრიტიკეთ ფლანგის ან ცენტრალური მცველი, მწვრთნელი, მაგრამ არასდროს - გოლის გამტანი თავდამსხმელი... იმიტომ, რომ ის გოლების გატანას დაიწყებს, თქვენ კი ბოდიშის მოხდა მოგიწევთ.

 

ჰოლანდი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. დროის საქმეა. მთავარია, არ დაშავებულა, რაც ზოგიერთ ჩვენს მოთამაშეს დაემართა,'' - განაცხადა გვარდიოლამ.

მიმდინარე სეზონში ჰოლანდის ანგარიშზე ,,მანჩესტერ სიტის'' მაისურით ჩატარებულ 8 შეხვედრაში 7 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები