გვარდიოლა: ,,რეალთან დაპირისპირებაში მცირე უპირატესობა გვაქვს''
8 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,მანჩესტერ სიტის'' მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, ,,რეალთან'' მატჩის წინ განაცხადა, რომ ,,სამეფო გუნდის'' ზედიზედ ორჯერ დამარცხება რთულია:
,,გვინდა, რეალის ძლიერი მხარეები ვიცოდეთ და მათ დავუპირისპირდეთ. ბოლო წლებში ეს მატჩი კლასიკად იქცა.
თუ შარშან ჩემპიონები გავხდით, ეს იმას ნიშნავს, რომ ამის გაკეთება წელსაც შეგვიძლია. რეალის ზედიზედ ორჯერ დამარცხება რთულია. მეტოქე პრესინგს გამოიყენებს და ჩვენ წინააღმდეგ აგრესიულად ითამაშებს. მათ წარმოუდგენელი თამაშის ტემპი აქვთ. ამავდროულად, უნდა ვეცადოთ, მოწინააღმდეგის შეცდომა გამოვიყენოთ და ვაჩვენოთ, რომ აქ გოლების გასატანად ვართ.
ორი წლის წინ, რეალმა ბოლო წუთებზე გამოგვაგდო, შარშან კი ჩვენ მოვიგეთ. გუნდების მწვრთნელები არ შეცვლილა, თუმცა ახალი ფეხბურთელები მოვიდნენ. მცირე უპირატესობა გვაქვს იმით, რომ საპასუხო მატჩს საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ, სადაც თავს უფრო ძლიერად ვგრძნობთ.'' - პეპ გვარდიოლა
დღეს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, მადრიდის ,,რეალი'' ,,მანჩესტერ სიტის'' უმასპინძლებს. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.