Belive

გუტის თქმით, მესისა და რონალდუს ადგილს ბელინგემი დაიკავებს

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"რეალ მადრიდის" ყოფილმა ფეხბურთელმა გუტიმ განაცხადა, რომ ჯუდ ბელინგემი მისი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია. ესპანელის თქმით, ბელინგემი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მსოფლიოში საუკეთესო გახდეს. 

"რეალის" გულშემატკივრებს ჯუდი ძალიან უყვართ, რადგან სხვა კლუბების ინტერესის მიუხედავად, არჩევანი მადრიდზე შეაჩერა. ბელინგემი საოცარ შეხვედრებს ატარებს. მესისა და რონალდუს წასვლის შემდეგ, ყველა ჰოლანდზე, მბაპესა და ვინისიუსზე საუბრობდა, თუმცა, ბელინგემი ერთადერთია ვინც აცნობიერებს, რომ ტახტი თავისუფალია. ის ამ ტახტის დაკავებას აპირებს. - განაცხადა გუტიმ El Chiringuito-სთან საუბრისას

მიმდინარე სეზონი ჯუდ ბელინგემისთვის საოცრად დაიწყო. ინგლისელმა ფეხბურთელმა "სამეფო კლუბის" გულშემატკივრის სიყვარული მალევე დაიმსახურა. მან "ბლანკოსის" მაისური 10-ჯერ მოირგო და მეტოქის კარის აღება 10-ჯერ შეძლო. ამ ყველაფერთან ერთად მას 3 საგოლე გადაცემაც აქვს. 

სხვა სტატიები