Belive

გუტიმ რონალდუ და მესი ერთმანეთს შეადარა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა, გუტიმ Marca-სთან საუბარში ერთმანეთს მესი და რონალდუ შეადარა. "მართალია, ცოტა ხნის წინ Twitter-ზე დავპოსტე, რომ ლეოს ვირჩევ, მაგრამ რონალდუს მიღწევებს უზომოდ ვაფასებ. ჩემი აზრით, მესის უფრო მეტი ტალანტი აქვს, კრიშტიანუ კი ბომბარდირი და  ამბიციური ფეხბურთელია. პორტუგალიელმა თავისი თავი შექმნა. მესის ერაში 5 ოქროს ბურთის მოგება ნამდვილი სიგიჟეა. კრიშტიანუმ "რეალში" დაამტკიცა, რომ გუნდისთვის წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია," - თქვა გუტიმ.

სხვა სტატიები