Belive

გუტი გალაქტიკოზე: ,,წინ ბევრი გარბოდა, უკან კი დაცვის დასახმარებლად ცოტა ბრუნდებოდა''

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,რეალის'' ყოფილმა ფეხბურთელმა, გუტიმ, კილიან მბაპეს შესაძლო ტრანსფერის შესახებ დასმული შეკითხვის შემდეგ, ,,გალაქტიკოში'' არსებული პრობლემები გაიხსენა:

,,როდესაც ,,გალაქტიკოს'' შექმნა დავიწყეთ, ეს სულაც არ მომეწონა. ვიცოდი, რომ ნაკლებს ვითამაშებდი და გუნდის თამაშიც გაუარესდებოდა...

ჩვენთვის მოგება უფრო რთული გახდა. წინ ბევრი გარბოდა, უკან კი დაცვის დასახმარებლად ცოტა ბრუნდებოდა...'' - გუტი

რამდენიმე დღის წინ, მარკამ დაწერა, რომ ,,რეალსა'' და მბაპეს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და ფრანგი ზაფხულში ,,სამეფო კლუბს'' შეუერთდება.

მიმდინარე სეზონში 25 წლის შემტევის ანგარიშზე ,,პარი სენ ჟერმენის'' მაისურით ჩატარებულ 31 შეხვედრაში 32 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.

Transfermarkt-ის მონაცემებით, კილიანის სატრანსფერო ღირებულება 180 მილიონი ევროა.

სხვა სტატიები