Belive

"ბავშვობაში სწორედ ასეთ ჯადოსნურ საღამოებზე ვოცნებობდი" - ნაჩო

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპები დასრულდა. ერთ-ერთი მატჩი "ეტიჰად სთეიდიუმზე" გაიმართა, სადაც "სიტიმ" და "რეალმა" ძირითადი დრო ფრედ ითამაშეს. გამარჯვებული პენალტების სერიამ გადაწყვიტა, სადაც უკეთესი მადრიდული კლუბი აღმოჩნდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, "სამეფო კლუბის" კაპიტანმა ნაჩომ მედიასთან ისაუბრა.

როგორც წესი ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელიც მოედანზე დომინირებს. აქ იმ გუნდის წინააღმდეგ თამაში, რომელსაც ყველაფერი კარგად გამოსდის ძალიან რთულია. დღეს სხვა ტაქტიკა ავირჩიეთ. შესანიშნავად ვიცავდით და მოედნის ცენტრშიც წარმოუდგენელ სამუშაოს ვაკეთებდით.

პენალტების სერია ცუდად დავიწყეთ, თუმცა, ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ დასრულდა. ყოველთვის ბოლომდე ვიბრძვით, რადგან ამ გუნდს სიამაყე გააჩნია. ეს მოთამაშეები, რომელთაც ყველაფერი აქვთ მოგებული, ბრძოლას არასდროს წყვეტენ.

საოცარი დაცვა ვითამაშეთ, განსაკუთრებით ინდივიდუალურ დონეზე. ბავშვობაში სწორედ ასეთ ჯადოსნურ საღამოებზე ვოცნებობდი. შეგვიძლია ამ საღამოს და ხვალ ვიზეიმოთ შემდეგ, "კლასიკოზე" უნდა ვკონცენტრირდეთ. ლა ლიგის მოგებისთვის ეს აუცილებელი მატჩია. - განაცხადა მადრიდელთა კაპიტანმა

ნახევარფინალში ,,სამეფო გუნდის'' მეტოქე მიუნხენის ,,ბაიერნი'' იქნება, რომელმაც მეოთხედფინალში ,,არსენალს'' მოუგო.

სხვა სტატიები