Belive

"გუშინდელი ვარჯიში გამოტოვა" - პეპ გვარდიოლა დე ბრუინზე

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გადამწყვეტი ტურის წინ, "მანჩესტერ სიტის" საკმაოდ დიდი დანაკლისი აქვს. "ტოტენჰემთან" მოგებულ შეხვედრაში ედერსონმა ტრავმა მიიღო, რომელიც მძიმე აღმოჩნდა. ამის გამო ბრაზილიელი კარის დარაჯი "ვესტ ჰემთან" ბოლო მატჩს და FA თასის ფინალს გამოტოვებს.

"ჩაქუჩჩებთან" გამართულ შეხვედრაში "სიტის" კიდევ ერთი ლიდერი დაზიანდა. დე ბრუინი უხეშად მოჩეხეს, რა მომენტშიც კოჭი დაიზიანა. ამ საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა პეპ გვარდიოლას ჰკითხეს.

დღეს შევხედავთ. გუშინდელი ვარჯიში გამოტოვა, მაგრამ დღეს შემოგვიერთდება. - განაცხადა პეპმა

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ სიტის" პრემიერ ლიგის ზედიზედ მეოთხედ მოგების შანსი აქვს. ეს შედეგი არცერთ ინგლისურ კლუბს არ დაუფიქსირებია.

"ქალაქელთა" მთავარი მდევარი "არსენალია". იმ შემთხვევაში თუ "სიტი" "ვესტ ჰემს" ვერ მოუგებს და "არსენალი" "ევერტონს" დაამარცხებს, სწორედ "მეთოფეები" გაჩემპიონდებიან.

პრემიერ ლიგის ბოლო ტური 19 მაისს, 19:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები