Belive

გურამ კაშია სამეგრელოში მოზარდებს შეხვდა და ტოლერანტობასა და თანასწორობაზე ესაუბრა

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ინფორმაციით, თბილისის "ლოკომოტივის" ცენტრალურმა მცველმა და საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ კამპანიის "კაცები ზრუნავენ" ფარგლებში, სამეგრელოში მოზარდებს შეხვდა და მათთან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა, როგორიცაა თანასწორობა, ტოლერანტობა, არაძალადობრივი ურთიერთობები და სხვა.
"გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და საფეხბურთო კლუბ თბილისის „ლოკომოტივის“ ინიციტივით, კამპანიის კაცები ზრუნავენ ფარგლებში, ცნობილი ფეხბურთელი, გურამ კაშია სამეგრელოში მოზარდებს შეხვდა და მათთან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა, როგორიცაა თანასწორობა, ტოლერანტობა, არაძალადობრივი ურთიერთობები და სხვა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა ჯღარკავამ და საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივის“ ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი ყიფიანმა. დისკუსიას გაუძღვა ტელეწამყვანი და მწერალი ალექსანდრე ლორთქიფანიძე. ღონისძიება გაიმართა სოფელ ხეთას სტადიონზე. შეხვედრას დაესწრნენ ხეთას ადგილობრივი საფეხბურთო სკოლის ასაკობრივი გუნდების და ხობის „კოლხეთის“ გოგონათა გუნდის ფეხბურთელები. გაეროს მოსახლეობის ფონდს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივს“ შორის უკვე მრავალწლიანი თანამშრომლობა არსებობს, რომლის ფარგლებშიც ფეხბურთელები აქტიურ მონაწილეობას იღებენ UNFPA-ს ისეთ აქტივობებში, რომელიც მიზნად ისახავს გენდერული თანაწორობის იდეისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, და გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში მამაკაცების ჩართულობის გაზრდას კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში", - წერს გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის Facebook-ის გვერდი.
33 წლის ფეხბურთელი საქართველოს ეროვნულ ლიგაში 10-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და "რკინიგზელთა" შემადგენლობაში ჩატარებულ 13 შეხვედრაში 4 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.  

სხვა სტატიები