კოსოვოს კაპიტანი: "ეს ნაკრების ისტორიაში მეორე ყველაზე მძიმე მარცხია"
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ჩვენ ვიბრძოდით გამარჯვებისთვის და ვცდილობდით მაქსიმუმის გაღებას, საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ასე არ გაგვიკეთებია. ასევე, ჩვენ ვერ გამოვიყენეთ ყველა შანსი და საბოლოოდ მატჩი წავაგეთ. ეს გვანერვიულებს , და ნორმალურია, რომ ძალიან განვიცდით, ეს არის კოსოვოსთვის მეორე ყველაზე დიდი იმედისგამცრუებელი და მძიმე წაგება ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთა ლიგის ნახევარფინალში მარცხის შემდეგ. ჩვენ წინ საბერძნეთთან მატჩი გვაქვს და იქ უნდა ვეცადოთ გამარჯვების მოპოვება, რადგან მიზეების ძებნის დრო არარ გვაქვს", - თქვა "ნაპოლის" ცენტრალურმა მცველმა.ანგარიში შეხვედრის მე-11 წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა გახსნა, ხოლო 82-ეზე გამარჯვების გოლი ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა