Belive

გურამ კაშია: "ამბიცია და ოცნება უნდა გვქონდეს და ისე ვითამაშოთ, როგორც ერთა ლიგაზე"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ წლის პირველი მატჩების წინ კომენტარი გააკეთა და მოახლოებული შეხვედრების შესახებ ისაუბრა.

"თუ გვინდა, რომ მეტი ამბიცია გვქონდეს, უნდა ვითამაშოთ ისე, როგორც ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვითამაშეთ. რაც შეიძლება მეტი ქულა უნდა ავიღოთ და ვიოცნებოთ, რომ ჯგუფში ევროპის ჩემპიონატზე გამსვლელი ადგილი დავიკავოთ.

გვექნება ამბიცია და დანარჩენი სათამაშო ხარისხზე, ფეხბურთელებზე, მწვრთნელებზეა, ჩვენს მომზადებაზეა დამოკიდებული. ჯანმრთელად თუ ვიქნებით გვაქვს შანსი, რომ ჯგუფში ჩვენი სათქმელი ვთქვათ. 

ყოველთვის ვამბობ, რომ ნაკრები ჩემი საყვარელი ადგილია. მით უმეტეს, ისეთ ნაკრებში ყოფნა, სადაც ძალიან ბევრი წარმატებაა, ბევრი შრომა იდება და მიზანდასახული გუნდია. საამაყოა იყო ასეთი გუნდის წევრი და კაპიტანი",
- თქვა საქართველოს ნაკრების რეკორდსმენმა კაპიტანმა, გურამ კაშიამ.

ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი 2023 წლის მარტში ორ მატჩს გამართავს. 25 მარტს მონღოლეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ამხანაგურ, ხოლო 28-ში ნორვეგიასთან ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი ტურის შეხვედრას გამართავს. ორივე მატჩი ბათუმში გაიმართება.

სხვა სტატიები