"გუნდს ქართველი ფეხბურთელის ძალიან სჯერა" - ფროზინონე გიორგი კვერნაძეზე წერს
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
გიორგი კვერნაძის საგოლე გადაცემა და კარგი იდეები მარცხენა ფლანგზე, ქართველი ფეხბურთელის თამაშს დადებითად აფასებს "ფროზინონეს" ოფიციალური საიტი.
გუშინდელ ამხანაგურ მატჩში, ბერძნულ "ვოლოსთან", ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე გიორგი კვერნაძე იყო, რომლის ასეთი თამაში მოსალოდნელიც იყო და მის ასპარეზობას დადებითი გამოხმაურებაც მოყვა. 21 წლის ფეხბურთელი, რომელიც გუნდმა უკვე გამოისყიდა, მწვრთნელმა მას ძირითად შემადგენლობაში თამაში მარცხენა გარემარბად დააწყებინა. მისი მარცხნივ დაყენება მომგებიანი იყო, რადგან თავისი გადაცემით თანაგუნდელს გოლი გაატანინა.
გიორგი კვერნაძის მიმართ დადებითი გამოხმაურებები იმედს გვაძლევს, რომ ის "ფროზინონეს" სერია B-ს მომავალ სეზონში გმირად მოევლინება, გუნდს ქართველი ფეხბურთელის ძალიან სჯერა - წერია იტალიური კლუბის საიტზე.