გიორგი კვერნაძის გოლი 30-ე ტურის საუკეთესოდ დასახელდა
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
იტალიის სერია B-ს 30-ე ტურის შეხვედრაში "ფროზინონემ" "ბრეშა" 2:1 დაამარცხა. პირველი, შესანიშნავი გოლი გიორგი კვერნაძემ გაიტანა და თავისი გუნდის გამარჯვებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა. ქართველი ფეხბურთელის ეს უზუსტესი დარტყმა იტალიის სერია B-ში ტურის საუკეთესო გოლად დასახელდა.
გიორგი კვერნაძეს მიმდინარე სეზონში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს.
"ფროზინონე" სერია B-ში 33 ქულით მე-13 ადგილზეა (7 მოგება, 12 ფრე, 11 მარცხი). აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ქართველი ფეხბურთელის გუნდმა ბოლო 5 შეხვედრიდან 3 მოიგო და 2 ფრედ ითამაშა.