გუნდები, რომლებმაც ფეხბურთელების ყიდვა - გაყიდვით ყველაზე დიდი მოგება მიიღეს
Transfermarkt-მა დაასახელა გუნდები, რომლებმაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ფეხბურთელების ყიდვა-გაყიდვით ყველაზე დიდი თანხა გამოიმუშავეს.
რეიტინგში ლისაბონის ,,ბენფიკა'' ლიდერობს. პორტუგალიურმა კლუბმა 2014-2015 წლების სეზონის შემდეგ, ტრანსფერებში 617 მილიონი ევრო გადაიხადა, მოთამაშეების გაყიდვით კი 1.36 მილიარდი ევრო იშოვა. შესაბამისად, ლისაბონელთა დადებითი ბალანსი 743 მილიონი ევროა.
,,ბენფიკამ'' გუნდისთვის რეკორდულ თანხად (127 მილიონი ევრო) 2019 წელს ჟოაო ფელიქსი გაყიდა, რომელიც მადრიდის ,,ატლეტიკოში'' გადავიდა.
ამ მხრივ მეორე ადგილს 484 მილიონი ევროთი ამსტერდამის ,,აიაქსი'' იკავებს (ყიდვა - 508 მილიონი; გაყიდვა - 993 მილიონი), მესამეზე კი 463 მილიონით ,,ზალცბურგია'' (ყიდვა - 196 მილიონი; გაყიდვა - 658 მილიონი).
გუნდები, რომლებმაც ფეხბურთელების ყიდვა - გაყიდვით ყველაზე დიდი მოგება მიიღეს:
ბენფიკა - 743 მილიონი ევრო
აიაქსი - 483 მილიონი ევრო
ზალცბურგი - 463 მილიონი ევრო
ლილი - 380 მილიონი ევრო
სპორტინგი - 369 მილიონი ევრო
პორტუ - 358 მილიონი ევრო
მონაკო - 288 მილიონი ევრო
ბრაგა - 236 მილიონი ევრო
პსვ - 231 მილიონი ევრო
დინამო ზაგრები - 231 მილიონი ევრო