Belive

გულშემატკივრებმა ბუდუ ზივზივაძე ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად, ბუნდესლიგა 2-ის მე-17 ტურის საუკეთესო ფეხბურთელად ბუდუ ზივზივაძე დასახელდა.გამოკითხვა liga2-online.de-მ ჩაატარა.

"კარლსრუეს" ქართველმა ფორვარდმა "პადერბორნთან" შეხვედრაში, რომელიც მისმა გუნდმა 2;1 მოიგო, გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემაც შეასრულა. sofascore-მა ბუდუს იმ მატჩის შემდეგ 9.0 შეფასება დაუწერა. ზივზივაძემ გამოკითხვის შედეგად ხმების 38% დაიმსახურა. საუკეთესო ხუთეული ასე გამოიყურება:

ბუდუ ზივზივაძე, კარლსრუე 38 %

მარტინ კაარსი, მაგდებურგი 29 %

დევი სელკე, ჰამბურგი 18 %

კაი პრეგერი, რეგენსბურგი 9 %

იოჰანეს შენკი, მუნსტერი 5 %

მუსა სილა, შალკე 1 %

17 ტურის შემდეგ კარლსრუე ცხრილის მეორე ადგილზე იმყოფება, ბუდუ კი 12 გატანილი გოლით ბუნდესლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირია, ზივზივაძეს 4 საგოლე გადაცემაც აქვს შესრულებული. ქართველი თავდამსხმელი ტურის საუკეთესო მოთამაშედ ზედიზედ მეორედ აღიარეს.

სხვა სტატიები