Belive

გულშემატკივრების პროტესტის შემდეგ, პსჟ-მ მესისა და ნეიმარის სახლების წინ დაცვა გააძლიერა

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გუშინ სოციალური ქსელი აჭრელებული იყო პარიზელი გულშემატკივრის ვიდეოებით, რომლებიც მესისა და ნეიმარის წასვლას ითხოვდნენ. ფანები მათ მიმართ შეურაცხმყოფელ სიტყვებსაც არ იშურებდნენ. ამის შედეგად, "პარი სენ-ჟერმენის" თავკაცებმა გადაწყვიტეს, რომ მესისა და ნეიმარის სახლების წინ დაცვა გაეძლიერებინათ.

"პსჟ-მ" მალევე გაავრცელა ოფიციალური განცხადება, სადაც გულშემატკივრების ქმედება დაგმო.

"პარი სენ-ჟერმენი" მიუღებელ და შეურაცხმყოფელ ქმედებებს გმობს. როგორი აზრთა სხვადასხვაობაც არ უნდა არსებობდეს, ასეთ საქციელს არაფერი ამართლებს." - ვკითხულობთ გუნდის ოფიციალურ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციის თანახად, 35 წლის არგენტინელი "პსჟ-ს" ზაფხულში კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ დატოვებს, ხოლო ნეიმარი მარტის შემდეგ ტრავმირებულია და სეზონის ბოლომდე ვეღარ ითამაშებს.

სხვა სტატიები