Belive

გულშემატკივარი, რომელიც ფინეთისა და პოლონეთის მატჩის დროს შეუძლოდ გახდა, გარდაიცვალა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფინეთსა და პოლონეთს შორის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩის დროს გულშემატკივარი შეუძლოდ გახდა, რის გამოც შეხვედრა დროებით შეწყდა.

გუშინ ფინეთის ფეხბურთის ასოციაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ქომაგი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

,,პოლიციამ განაცხადა, რომ გულშემატკივარი, რომელიც შეხვედრის დროს შეუძლოდ გახდა, გარდაიცვალა. ფინეთის ფეხბურთის ასოციაცია გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.'' - წერია ფინეთის ფეხბურთის ასოციაციის განცხადებაში

მუნდიალის შესარჩევი ეტაპის მატჩში ფინეთმა პოლონეთი 2:1 დაამარცხა.

სხვა სტატიები