Belive

პოლონეთის ნაკრების მწვრთნელმა ეროვნული გუნდი დატოვა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პოლონეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მიხალ პრობეჟმა, ეროვნული გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო:

,,მივედი იმ დასკვნამდე, რომ ასეთ სიტუაციაში, ეროვნული ნაკრების საკეთილდღეოდ, ჩემი გადადგომა საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება. ამ პოსტზე ყოფნა ჩემი პროფესიული ოცნების ახდენა და უდიდესი პატივი იყო.

მადლობას ვუხდი პოლონეთის ფეხბურთის ასოციაციას, თითოეულ ფეხბურთელსა და გულშემატკივარს!'' - მიხალ პრობეჟი

პოლონეთის ნაკრებში დიდი სკანდალია. რამდენიმე დღის წინ, გუნდის მთავარმა ვარსკვლავმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, განაცხადა, რომ პრობეჟის ხელმძღვანელობით ეროვნულ გუნდში აღარ ითამაშებდა. ამავე დღეს პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა ინფორმაცია მწვრთნელის გადაწყვეტილების შესახებ, რომელმაც ლევანდოვსკის კაპიტნის სამკლაური ჩამოართვა.

სხვა სტატიები