გულიტი: "რონალდუ შოუს იპარავს, მას მუდამ ყურადღების ცენტრში ყოფნა სურს..."
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, 61 წლის ნიდერლანდელმა ყოფილმა ფეხბურთელმა - რუდ გულიტმა კრიშტიანუ რონალდუ მკაცრად გააკრიტიკა.
"არ დავმალავ და ვიტყვი, რომ რასაც რონალდუ მოედანზე სლოვენიის წინააღმდეგ აკეთებდა, თვალში ძალიან ცუდად მომხვდა.
დასაფასებელია მისი მონდომება და ის რომ ასეთი ხასიათის ადამიანია, იმიტომ არის ასეთი მსოფლიო დონის ფეხბურთელი და სამაგალითო სპორტსმენი, თუმცა არ მომეწონა რაც ხდებოდა, ყოველ ჯერზე, როცა მას სურდა საჯარიმოს დარტყმა.
რონალდომ ბოლო 60 საჯარიმო დარტყმიდან მხოლოდ ერთი საჯარიმო დარტყმა გაიტანა, არადა პორტუგალიაში არიან სხვა ფეხბურთელები, რომლებიც მასზე უკეთესები არიან საჯარიმო დარტყმებში, თუმცა ის არ უთმობს არავის ამ საქმეს...
ჩემთვის სამწუხაროა, რომ რონალდუს მუდამ სურს ყურადღების ცენტრში ყოფნა და სხვა ფეხბურთელებზე არ ფიქრობს..." - რუდ გულიტი
შეგახსენებთ, რომ რუდ გულიტი ლეგენდარული ნიდერლანდელი ფეხბურთელია, რომელიც შემტევ ნახევარმცველად თამაშობდა. იგი ნიდერლანდების ნაკრების 10-ნომერი იყო 1981 წლიდან მოყოლებული და ეროვნულ ნაკრებში 66 მატჩში 17 გოლი აქვს გატანილი.
იგი 1987 წლის ოქროს ბურთის მფლობელიცაა, ნიდერლანდების ნაკრებთან ერთად კი 1988 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა.