Belive

გულის მწვავე დაავადება - აგუერომ შესაძლოა კარიერა დაასრულოს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და "ბარსელონას" თავდამსხმელი - სერხიო აგუერო, შესაძლოა პროფესიონალურ ფეხბურთს, გულის მწვავე დაავადების გამო ჩამოშორდეს, აგუეროს გულის იშვიათი არითმია დაუდგინდა. როგორც იცით, “ალავესთან” მატჩის მე-40 წუთზე სერხიომ დისკომფორტი იგრძნო. ამის გამო ის შესაცვლელი გახდა. სერხიო აგუერო არითმიის გამო სარეაბილიტაციო პროცესს იწყებს, 33 წლის ფეხბურთელის დაბრუნების ვადა კი მკურნალობის შედეგებზე იქნება დამოკიდებული. ტრავმის შემდეგ სერხიო აგუერომ გულზე ტესტი ჩაიტარა, რომელმაც ცუდი შედეგი აჩვენა და ექიმების რჩევით, არგენტინელმა ფეხბურთელმა თამაშსა და ფიზიკურად დატვირთვას თავი უნდა დაანებოს, რადგან მას მომენტებში სუნთქვა უჭირს და მისი გულისცემა ნორმაზე უფრო სწრაფია.
"კუნ აგუერომ დიაგნოსტიკური და თერაპიული კვლევა ჩაიტარა. მასზე მიმდინარეობს კვლევები და დაკვირვება, მომავალი 3 თვე "ბარსელონას" ვერ დაეხმარება და ეს 3 თვე გვაჩვენებს უკეთესად, შეძლებს თუ არა არგენტინელი ცენტრფორვარდი ფეხბურთის თამაშის გაგრძელებლად". - განაცხადა ექიმმა ჯოსეპ ბრუგადამ.  

სხვა სტატიები