Belive

გულიაშვილს 2 გოლი გაუუქმეს და რასინგმაც ქულები დაკარგა

5 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 37-ე ტურში, სეუტამ რასინგს უმასპინძლა და შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. სეუტა ცხრილის შუა ნაწილშია და ფაქტობრივად, უმოტივაციოდ შეგვიძლია ჩავთვალოთ, თითქმის წარმოუდგენელია ამ გუნდმა ან ზედა დივიზიონში გადასვლისთვის იბრძოლოს, ან ქვედა ლიგაში დაქვეითდეს. რაც შეეხება რასინგს, მათთვის ეს დასანანი 2 ქულაა, რადგან კლუბი ჩემპიონობისთვის იბრძვის და მეორეზე მყოფ ალმერიას მხოლოდ 2 ქულით უსწრებს (დასრულებამდე 5 ტურია დარჩენილი).

შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო გიორგი გულიაშვილმა და მისთვის, გარკვეულ წილად, უიღბლო გამოდგა. ქართველს ჯერ მე-7 წუთზე გაუუქმეს გოლი - თამაშგარე მდგომარეობის გამო, 56-ზე კი გიორგის გოლს VAR-მა ისევ გადახედა და ჯარიმა დაფიქსირდა. ზოგადად, რასინგი უდიდეს უპირატესობას ფლობდა - სტუმრებმა კარში 9-ჯერ დაარტყეს, როცა მასპინძლებმა ეს ვერცერთხელ ვერ მოახერხეს.

რასინგი მომდევო ტურის მატჩს უესკას წინააღმდეგ ჩაატარებს (3 მაისი), გუნდის, რომელიც გასავარდნ ზონაშია და ჰაერივით სჭირდება ქულები.