გვარდიოლა: "ვფიქრობ ჰოლანდი საუკეთესო ფორმაში არაა"
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პრემიერ ლიგა დაბრუნდა და ერლინგ ჰოლანდმაც მორიგი გოლები მიითვალა. "მანჩესტერ სიტი" "ელანდ როუდზე" "ლიდსს" ესტუმრა და მეტოქე ზედმეტი პრობლემები გარეშე - 1:3 დაამარცხა. ნორვეგიელი სუპერვარსკვლავის თამაშზე კომენტარი "ქალაქელთა" თავკაცმა, პეპ გუარდიოლამ გააკეთა.
ვფიქრობ ჰოლანდი საუკეთესო ფორმაში არაა, ტრავმის შემდეგ მას აღდგენა სჭირდება, ამხელა სხეულის ამოძრავება მარტივი არ არის. ეს დროის საკითხია, ერლინგის სტატისტიკა გასაოცარია, თუმცა ის ჩვენთან მხოლოდ სტატისტიკისთვის არაა, მას მოგება სურს. "ლიდსთან" მან რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენა, მაგრამ ის განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს მცველებისთვის, რადგან სწორ დროს მუდამ სწორ პოზიციაზეა.
ერლინგ ჰოლანდს პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 14 მატჩში 20 გოლი და 3 საგოლე გადაცემა აქვს, აღსანიშნავია რომ მანდ 20 გოლიან ნიშნულს ინგლისის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე სწრაფად მიაღწია.
მანჩესტერელები მომდევნო შეხვედრას 31 დეკემბერს, 19:00 საათზე, შინ "ევერტონის" წინააღმდეგ ჩაატარებენ.