Belive

Guardian-ის ვერსიით, საქართველო ევრო 2024-ის საუკეთესო ნაკრებებს შორის მეშვიდეა

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, The Guardian-მა ევრო 2024-ზე მონაწილე ნაკრებები სიძლიერის მიხედვით დაალაგა.

გამოცემის ვერსიით, ტურნირის საუკეთესო ნაკრები ჯერჯერობით ესპანეთია, ჩვენი გუნდი კი რეიტინგში მე-7 ადგილს იკავებს:

,,ტურნირის აუტსაიდერი ნამდვილი აღმოჩენა გამოდგა. პირველ მატჩში თურქეთთან ქულას იმსახურებდნენ, მეორე ტურში კი ჩეხეთის დამარცხება შეეძლოთ, მაგრამ საბა ლობჟანიძემ ბოლო წუთზე წარმოუდგენელი შანსი გაანიავა. თუმცა, საქართველოსთვის ყველაფერი პორტულიასთან დასკვნითი ტურის შეხვედრაში გადაწყდა. დიდი ფეხბურთელები, ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მამარდაშვილი აშკარად შეცვლილი პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ ბრწყინავდნენ, გიორგი მიქაუტაძე კი 3 გოლით ევროპის ჩემპიონატის ბომბარდირია.

,,როცა შენი ქვეყნის მაისურით თამაშობ, ეს ძალიან საამაყოა! ჩემს ცხოვრებაში უბედნიერესი დღეა!'' - თქვა კვარაცხელიამ პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ. ახლა ესპანეთის დროა...'' - წერს Guardian

ევრო 2024-ის საუკეთესო ნაკრებები The Guardian-ის ვერსიით:

  1. ესპანეთი

  2. გერმანია

  3. ავსტრია

  4. საფრანგეთი

  5. პორტუგალია

  6. შვეიცარია

  7. საქართველო

  8. თურქეთი

  9. ინგლისი

  10. ბელგია

  11. იტალია

  12. ნიდერლანდები

  13. დანია

  14. რუმინეთი

  15. სლოვაკეთი

  16. სლოვენია

საქართველოსა და ესპანეთს შორის ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის მატჩი კვირას, 30 ივნისს გაიმართება და 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები