Belive

სოლბაკენი: "საქართველოს მოულოდნელი არაფერი შემოუთავაზებია"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრებმა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში, ნორვეგიასთან შინ ფრე – 1:1 ითამაშა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ნორვეგიელთა თავკაცმა სტალე სოლბაკენმა შევხედრა შეაფასა.

"საქართველოს მოულოდნელი არაფერი შემოუთავაზებია. უკეთესი გუნდი ვიყავით და მთელი შეხვედრის განმავლობაში ინიციატივა ხელიდან არ გაგვიშვია. მეორე გოლის გატანის არაერთი შანსი გვქონდა. მეტოქეს აშკარად ნაკლები შანსი ჰქონდა." - განაცხადა სტალე სოლბაკენმა

ჟურნალისტების წინ მთავარ მწვრთნელთან ერთად გოლის ავტორი ალექსანდრ სორლოტიც წარსდგა, რომელიც შედეგით აშკარად უკმაყოფილო იყო და ქართული მედიის წარმომადგენლებს მოკლე პასუხი გასცა:

"ყველაფერი ვიცოდით თქვენი ნაკრების შესახებ, მათ შორის მიქაუტაძეზეც, თუმცა, გამორჩეული მამარდაშვილი იყო."

ნორვეგიის ნაკრებისთვის აღნიშნული მატჩი საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე იყო. პირველ მატჩში ისინი ესპანეთთან დამარცხდნენ და ორი შეხვედრის შემდეგ სოლბაკენის გუნდის ანგარიშზე მხოლოდ ერთი ქულა არის.

სხვა სტატიები