გრინვუდის მეგობარმა გოგომ ფეხბურთელი ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მოდელმა, ჰარიტ რობსონმა, რომელიც ,,მანჩესტერ იუნაიტედის'' შემტევის, მეისონ გრინვუდის, მეგობარი გოგოა, ფეხბურთელი ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა. რობსონმა ინსტაგრამის პირად გვერდზე ვიდეო და ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც მის სხეულზე სისხლჩაქცევები ჩანს.
,,ვისაც სურს გაიგოს, სინამდვილში რას მიკეთებს მეისონ გრინვუდი,'' - წერს მოდელი სოციალურ ქსელშიტელეგრაფის ჟურნალისტმა, ჯეიმს დაკერმა, ტვიტერში ,,მანჩესტერ იუნაიტედის'' განცხადება გაავრცელა: ,,სოციალურ მედიაში გავრცელებული ფოტოებისა და ბრალდებების შესახებ შევიტყვეთ. ფაქტების დადასტურებამდე დამატებით კომენტარს არ გავაკეთებთ. მანჩესტერ იუნაიტედი ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგია.'' მოდელის ბრალდებებისთვის ჯერჯერობით პასუხი არც თავად ფეხბურთელს გაუცია.
Harriet Robson; Mason Greenwood's girlfriend Accuses him of domestic violence. What next? pic.twitter.com/IocNSrWwXv — άᶠ✪ (@Kaf_Dan) January 30, 2022
Mason Greenwood Girlfriend Harriet Robson on Instagram. This is so vile and sick.. hope she is alright. Arrest him asap pic.twitter.com/JVljOJU9Nn — ranny (@ranny_ft) January 30, 2022