De Telegraaf: "რობერტო მარტინესმა შესაძლოა ნიდერლანდების ნაკრები ჩაიბაროს"
ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების ახალი დამრიგებლის ძიების პროცესში მოულოდნელ ვარიანტს მიაგნო. De Telegraaf-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც პეტერ ბოსსა და არნე სლოტთან შეთანხმება ვერ შედგა, ფედერაციის წარმომადგენლები რობერტო მარტინესს დაუკავშირდნენ.
თუ ესპანელ სპეციალისტთან შეთანხმება შედგა, იგი თითქმის ნახევარსაუკუნოვანი პაუზის შემდეგ პირველი უცხოელი მწვრთნელი გახდება, რომელიც ნიდერლანდების ეროვნულ გუნდს სათავეში ჩაუდგება.
🚨 𝗠𝗔𝗝𝗢𝗥 𝗕𝗥𝗘𝗔𝗞𝗜𝗡𝗚: Roberto Martínez has EMERGED as a SURPRISE candidate to become the new manager of The Netherlands!
— The Touchline | 𝐓 (@TouchlineX) August 11, 2026
The Dutch FA have held secret talks in Málaga.
If appointed, he would become the first foreign manager of the Netherlands since 1978.
— @telegraaf pic.twitter.com/nF7kox3mL0
„ნარინჯისფრების“ ისტორიას თუ გადავხედავთ, უცხოელი სპეციალისტის მოწვევა ამ ქვეყნის ფეხბურთისთვის იშვიათი პრეცედენტია. ბოლო უცხოელი, ვინც ნიდერლანდები გააწვრთნა, ლეგენდარული ავსტრიელი ერნსტ ჰაპელი იყო. მან გუნდი 1978 წლის არგენტინის მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა და ტურნირის ფინალამდეც მიაღწია, სადაც დრამატულ ბრძოლაში, დამატებით დროში მასპინძელ არგენტინასთან (1:3) დათმო შეხვედრა.
მას შემდეგ ნიდერლანდელები ტრადიციულად ადგილობრივ სამწვრთნელო სკოლას ენდობოდნენ, თუმცა ბოსისა და სლოტის უარის შემდეგ, ფედერაციამ აქცენტი საერთაშორისო გამოცდილების მქონე მარტინესზე გადაიტანა, რომელსაც ეროვნულ ნაკრებებთან მუშაობის დიდი გამოცდილება (ბელგიასა და პორტუგალიაში) უმაგრებს ზურგს.