Belive

გრაფიკული გამოსახულება: ჰოლანდმა სეზონი საშინელი მატჩით დაასრულა 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ერლინგ ჰოლანდი 2019/20 წლების სეზონის ევროპული ფეხბურთის აღმოჩენაა. ნორვეგიელმა თავდამსხმელმა, რომელიც უკვე კილიან მბაპესთან ერთად მსოფლიო ფეხბურთის მომავლად მიიჩნევა, "ზალცბურგისა" და დორტმუნდის "ბორუსიას" შემადგენლობაში საერთო ჯამში 44 გოლი გაიტანა, თუმცა სეზონის ბოლო შეხვედრა ძალიან ცუდი თამაშით დაასრულა. უმოტივაციოდ დარჩენილმა და მეორეადგილდაბევებულმა "შავ-ყვითლებმა" "ჰოფენჰაიმთან" საშინაო შეხვედრა 0:4 წააგეს - პოკერი ანდრეი კრამარიჩმა გაიფორმა. ამ მატჩში, ერთ-ერთი ყველაზე პასიური სწორედ 19 წლის ფორვარდი გახლდათ, რომელმაც შეხვედრის ბოლოს ძალიან დაბალი - 6.6 შეფასებაც დაიმსახურა. ამაზე ყველაზე ნათლად ნიჭიერი შემტევის მოედანზე გადაადგილების ამსახველი გრაფიკული გამოსახულება მეტყველებს. რუკაზე ჩანს, რომ ერლინგ ბრაუნტი მოედნის ცენტრს თითქმის საერთოდ არ გასცილებია.
https://twitter.com/Complaxes/status/1276904623459139605?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1276904623459139605%7Ctwgr%5E&ref_url=https%3A%2F%2Fwww.sportbible.com%2Ffootball%2Ffails-stats-erling-haalands-heat-map-vs-hoffenheim-was-embarrassing-20200627 საინტერესოა, რომ ჰოლანდს უშუალოდ ბუნდესლიგაში 13 გატანილი გოლი დაუგროვდა, რისთვისაც მხოლოდ 15 მატჩი დასჭირდა, რომ არა ავსტრიის ჩემპიონატის დაბალი კოეფიციენტი, ოქროს ბუცის დავაში ის მეორე ადგილზე იქნებოდა.

სხვა სტატიები