Belive

გოსენსი კვარაცხელიაზე: "ის გენიალურია - გოლი მთლიანად მას ეკუთვნის..."

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის C ჯგუფის მესამე ტურში, "ნაპოლიმ" სტუმრად "უნიონ ბერლინი" მინიმალური სხვაობით 0:1 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლის ავტორი - ჯაკომო რასპადორი იყო, რომელსაც საგოლე გადაცემა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა - ხვიჩა კვარაცხელიამ გაუკეთა.

გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და უნიონ "ბერლინის" მცველმა - რობინ გოსენსმა, მატჩის დასრულების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

"თანაბარი მატჩი იყო, პირველ ტაიმში უფრო მეტი საგოლე მოქმედება ჩვენ შევქმენით ვიდრე ნაპოლის ფეხბურთელებმა. მეორე ტაიმი კი სრულიად სხვანაირად დაიწყო, რის გამოც კონცენტრაცია დავკარგეთ და ნაპოლიმ გოლის გატანა შეძლო. რომელიც მატჩი ერთადერთი და მარცხის მომტანი აღმოჩნდა.

არ ვიცი რა ვთქვა ხვიჩა კვარაცხელიაზე, მისი შეჩერება ნამდვილად რთული აღმოჩნდა და გოლის მომენტიც მთლიანად მისი დამსახურება იყო. ის ხაზზე და მოედნის ნებისმიერ მონაკვეთში ბრწყინვალედ თამაშობს და კონცენტრაციას არ კარგავს.

ის გენიალური მოთამაშეა და დიდი მომავალი აქვს..." - რობინ გოსენსი

სამი ტურის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის C ჯგუფს მადრიდის "რეალი" 9 ქულით ლიდერობს, მეორე პოზიციას კი "ნაპოლი" 6 ქულით იკავებს.

"ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგაზე შემდეგ მატჩს კვლავ ბერლინის "უნიონის" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 8 ნოემბერს გაიმართება.

სხვა სტატიები