Belive

"მსოფლიო ჩემპიონატს მოვიგებთ" | რა თქვეს მბაპემ და დეშამმა

20 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში შვედეთის ნაკრების 3:0 განადგურების შემდეგ, საფრანგეთის ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც 1/8-ფინალში პარაგვაის ნაკრებს დაუპირისპირდება.

თუმცა, გარდა დამაჯერებელი გამარჯვებისა და კილიან მბაპეს ისტორიული რეკორდისა, მატჩის შემდეგ მთავარი ყურადღება გუნდში არსებულმა ერთობამ მიიპყრო. ფრანგების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა, მოკლედ და კონკრეტულად შეაფასა გუნდის განწყობა.

"ჩვენ ასეთ გამარჯვებას ველოდით, რადგან აქ მისიაზე ვიმყოფებით და ყველაფერი ძალიან კარგად მიდის.

მთავარი მიზანი ჩემპიონობაა და ყველაფერი იდეალურად მიდის, თამაშიდან თამაშამდე ვძლიერდებით და მზად ვართ, რომ კიდევ ერთხელ გავხდეთ მსოფლიო ჩემპიონები."

- დიდიე დეშამი

შეხვედრის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი მბაპესა და დეშამის გოლისშემდგომი ჩახუტება აღმოჩნდა. საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა მატჩის შემდეგ ღიად ისაუბრა იმ მძიმე პერიოდზე, რომელსაც მათი მწვრთნელი პირად ცხოვრებაში გადის და გუნდის სახელით სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

„ჩვენ ვიცით, რომ მწვრთნელმა ძალიან მძიმე განსაცდელი გამოიარა. მან იცის, რომ ჩვენთან ერთად არასოდეს იქნება მარტო. რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ ყოველთვის მის გვერდით ვიქნებით და მხარს დავუჭერთ.

პარაგვაისთან მატჩზე საუბრისას, უკვე გასახდელზე და კონდიციონერზე ვფიქრობ, რადგან საშინელი სიცხეა. თუმცა, ჩვენ იქ მხოლოდ ერთი მიზნით მივდივართ - ჩვენ მივდივართ მოსაგებად." - კილიან მბაპე

წინ პარაგვაისთან მატჩია, სადაც ფრანგებს არა მხოლოდ სამხრეთამერიკულ ორგანიზებულ ფეხბურთთან, არამედ აუტანელ სიცხესთან გამკლავებაც მოუწევთ.

ფრანგული მანქანა, რომელიც ერთი საერთო იდეისა და მწვრთნელის გარშემოა გაერთიანებული, ტიტულისკენ სვლას აგრძელებს.

სხვა სტატიები