Belive

"ექიმი არ ვარ, მაგრამ რამოსის დაზიანება მძიმედ გამოიყურება" - ლუის ენრიკე

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 1-ის 2024/25 წლების სეზონი, "ლე ავრისა" და "პარი სენ-ჟერმენის" დაპირისპირებით გაიხსნა. პარიზელებმა სადებიუტო მატჩში დამაჯერებელი გამარჯვება (1:4) მოიპოვეს, თუმცა პირველივე ტაიმში გონსალო რამოსმა მძიმე ტრავმა მიიღო და მოედანი იძულებით დატოვა.

პარიზული კლუბის პირველი გოლი რამოსის აქტიურობას მოჰყვა. ეფექტური მოქმედებების შემდეგ, რამოსმა სეზონის პირველი ასისტი გაიფორმა, მაგრამ 25-ე წუთზე, მეტოქისგან ფეხში მძიმე დარტყმა მიიღო.

მატჩის დასრულების შემდეგ, ლუის ენრიკემ გონსალო რამოსის ტრავმის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის მძიმედ გამოიყურება.

ექიმი არ ვარ, მაგრამ რამოსის ტრავმა სერიოზული ჩანდა. ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით, თუ რამდენი კვირით დაგვაკლდება. - ლუის ენრიკე.

შეგახსენებთ, გონსალო რამოსი 2023 წელს "პარი სენ-ჟერმენში" 1-წლიანი იჯარით გადავიდა. პარიზელებს მისი გამოსყიდვის უფლება ჰქონდათ და საბოლოოდ, 65 მილიონი ევროს სანაცვლოდ, რამოსმა "ბენფიკა" ოფიციალურად დატოვა და "პსჟ"-ს სრულუფლებიანი წევრი გახდა.

სხვა სტატიები